თეგებით ძიება

გაეცანით ნახატებს, რომელიც დათა შომახიამ, ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაღუპულმა ბავშვმა დახატა

საქართველოს ახალგაზრდული აკადემია დათა შომახიას ნახატებს აქვეყნებს, ბიჭის, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა.

"დღეს უჩვეულო გამოფენა გვაქვს.
გვინდა გაგაცნოთ 12 წლის ბათუმელი დათა შომახია.
ნიჭიერი მხატვარი, საინტერესო ბიოგრაფიით. ბიჭი ,რომელიც ყველა ჩვენთაგანის ტკივილი გახდა.
იგი ერთ-ერთია, ვინც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა.
დედასთან ერთად სახლში იმყოფებოდა და ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს ამ ავბედით დღეს.

საქართველოს ახალგაზრდული აკადემია უსამძიმრებს დათას ოჯახს, მეგობრებს, კლასელებს. სიტყვებით ვერ გამოიხატება ის მწუხარება, რასაც მომხდარის გამო განიცდის მთელი საქართველო.

დავით-დათა შომახია. 12 წლის. დაიბადა 2009 წლის 15 აპრილს ქ.ბათუმში.
2015 წლიდან სწავლობდა ქ. ბათუმის N3 საჯარო სკოლაში.
დათა მრავალმხრივ ნიჭიერი იყო.
დადიოდა სტუდია “ანდამატში”,სადაც ეუფლებოდა ხატვას და ძერწვას. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. დაკავებული იყო ცურვით და სწავლობდა გიტარაზე დაკვრას.
2017 წლიდან სწავლობდა ინგლისური ენის ცენტრში. არაერთ საგანმანათლებლო ტურში იღებდა მონაწილეობას. აღებული აქვს უამრავი ჯილდო და სერტიფიკატი.
დათა იყო ღიმილიანი, ნიჭიერი, კეთილი და იუმორით გამორჩეული ბიჭი", - ნათქვამია აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეცანით ნახატებს, რომელიც დათა შომახიამ, ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაღუპულმა ბავშვმა დახატა



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა