თეგებით ძიება

"ეს, ერთ სვეტზე მდგომი სახლი... ეს საყრდენი გამოაცალეს...." - ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვის ნახატი

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგი, ეკატერინე ბაგრატიონი სოციალურ ქსელში აზიარებს დათო შომახიას ნახატს, მოზარდის, რომელიც ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაიღუპა.

"ვათვალიერებ, ვათვალიერებ მის გამოგზავნილ ნახატებს და სულ სხვა თვალით რატომ ვხედავ რაღაცეებს ახლა?!..
ეს, ერთ სვეტზე მდგომი სახლი... ეს საყრდენი გამოაცალეეეეეს....
Data შენს ნახატებს აუცილებლად ნახავდნენ, აუცილებლად გაგიცნობდა ყველა, მაგრამ არა ასე.. ასე არააა.....", - წერს ფეისბუქზე ეკატერინე ბაგრატიონი.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა