თეგებით ძიება

"ამ მიშენებების მონგრევაც სწორი და საჭიროა" - ნინო ჟვანია

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია საცხოვრებელ კორპუსებში დაშენება-მიშენებების პრობლემურ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ჩემნაირ ადამიანს არასდროს აირჩევენ მერად, მეც მაგას ვამბობ და მაგით დავიწყებდი მერობას. და ზოგადად, უმრავლესობა საქმე რაც გასაკეთებელია ამ ქვეყანაში არის არაპოპულარული ნაბიჯი, რომელიც მტერს მეტს გაგიჩენს ვიდრე მოყვარეს.

ერთადერთი ასეთი პატრულის რეფორმა მახსენდება. შევარდნაძის პერიოდის გაი რომ დაითხოვეს ერთ დღეს მთლიანად და პატრული შექმნეს. ნახევარი ქვეყანა მაშინ გადაიმტერეს ნაცებმა. ასეთი რეფორმებია ჩასატარებელი სამედიცინო სფეროშიც და სკოლა-ბაღებშიც. ამ მიშენებების და ეზოში მახინჯი გარაჟების მონგრევაც სწორი და საჭიროა, მაგრამ აბა აუხსენი ეს იმას ვისიცაა. არ აუხსნი და კერძო საკუთრებააო, ავტორიტარიზმიაო და აი მანდ ვიჭედებით", - წერს ნინო ჟვანია ფეისბუქზე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა