თეგებით ძიება

"4-5-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისის ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა..." - ირაკლი როსტომაშვილის საგანგებო პროგნოზი

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი როსტომაშვილის ინფორმაციით, 4 - 5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა.

"სამწუხაროდ ეს ტრაგედია 1 კვირაში არავის ემახსოვრება...
როგორც არავის ახსოვს ქობულეთის ხანძარი, როგორც ბათუმის ხანძარი, როგორც ნაძალადევში და ნუცუბიძეზე მიშენებების ჩამონგრევა და კიდევ სხვა...
ვდგავართ უსერიოზულესი გამოწვევის პირისპირ! მემკვიდრეობით "გვერგო" კატასტროფულად ავარიული საცხოვრებელი ფონდი... 4 - 5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა...
ჩემი აზრით დაუყოვნებლივ დასაწყებია ავარიულ შენობებთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავება...
ეს პრობლემა არ ასხვავებს ოპოზიციას და ხელისუფლებას", - წერს ირაკლი როსტომაშვილი ფეისბუქზე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა