თეგებით ძიება

"მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90 % უნდა აიცრას!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღას ზამთრის შუა რიცხვებში ვარაუდობს.

"კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა! საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება!
არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს!
არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული!
შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად,, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა.
არაპროფესიონალიზმი კლავს!
ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქიცინაზე!
ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს და მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90 % უნდა აიცრას!
ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება!", - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა