თეგებით ძიება

ბათუმში კორპუსის დანგრევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსისთვის საყრდენილ კედლების დანგრევაში ბარლდებულ სამ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განმარტებით, ბინის მესაკუთრეს, რომელიც რემონტს აწარმოებდა, ნებართვა მხოლოდ გარე ფასადის სამუშაოებზე ჰქონდა მიღებული და კორპუსის შიგნით მოქალაქეებმა სამუშაოები თვითნებურად აწარმოეს.

„დილით რომ მივიდნენ უკვე შენიშნეს, რომ არ იღებოდა კორპუსის სადარბაზოს კარი, რადგან შენობას უკვე ჰქონდა დაწყებული დაწევა. ნაცვლად იმისა, რომ ამის შესახებ საჯარო უწყებებისთვის ან მეზობლებისთვის ეთქვათ, რასაც შეეძლო ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინა, წავიდნენ და რკინის კონსტრუქციები მოიტანეს გასამაგრებლად“, - აღნიშნა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში მკურნალობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა