ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში, 03:00 საათამდე იმოძრავებს - თბილისის სატრანსპორტო კომპანია
სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
„გაცნობეთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება.
როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.