თეგებით ძიება

"იმიტომ შემზიზღდა ჩემი სამსახური, რომ ჟურნალისტიკას აცდა! დაფიქრდეთ იმაზე, როგორ კლავთ ამ პროფესიას!" - სულაშვილი

ჟურნალისტი, ლევან სულაშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე თეკლა ტაბატაძეზე წერს:

"მახსოვს, "იმედში" მუშაობისას ძალიან საინტერესო შიდა ტრენინგები ჩაგვიტარეს, ბევრი რამ ვისწავლეთ, თუმცა ბევრი რამ, რაზეც შენიშვნა მოგვცეს, აღმოჩნდა არა ჩვენი, არამედ პროდიუსერების, ზოგადად საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის და დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის ბრალი. დიახ, ძალიან ცუდად მოიქცა "ტვ პირველის" ჟურნალისტი, მაგრამ ეს მისი ბრალი კი არა, სწორედ იმ დამკვიდრებული არაპროფესიონალიზმის ბრალია, რასაც ჟურნალისტიკას ეძახის ბევრი, ძალიან ბევრი უცოდინარი. იმიტომ შემზიზღდა ჩემი სამსახური, რომ ჟურნალისტიკას აცდა, გასცდა, გადაცდა და ა.შ. დაანებეთ ამ ახალგაზრდა გოგოს თავი, აგინეთ და ლანძღეთ ისინი, ვინც დაამკვიდრა მიკროფონის პირში ჩათხრის პრაქტიკა ყველანაირი გარემოების მიუხედავად. მედიის "მამებო" და "დედებო", იქნებ გონზე მოხვიდეთ ოდესმე და თუ ცოტა სინდისი გაქვთ, დაფიქრდეთ იმაზე, როგორ კლავთ ამ მნიშვნელოვან პროფესიას!
თუ არ იცით, იკითხეთ, ისწავლეთ, ნუ გიტყდებათ სწავლა და ფულის და რეიტინგის გამო ნუ კლავთ ჩვენს პროფესიას, რომლის არსებობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხისთვის და ქვეყნისთვის!". წერს სულაშვილი.

ცნობისთვის, თეკლა ტაბატაძემ ბათუმის ტრაგედიის დროს, ინტერვიუ ჭირისუფალთან ჩაწერა, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა