თეგებით ძიება

"არასდროს, არასდროს დანებდე!" – რურუა სააკაშვილს

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელის საშუალებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

„მხარს ვუჭერ მიშა სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავის გადაწყვეტილებაში. მიშას შიმშილობა, თავგანწირვა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში შევა, მან შეიძლება ბიძგი მისცეს სხვა ქვეყნებს,ლიდერებს, როგორც ეს მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. რჩევა რომ შიმშილობა შეწყვიტოს მიშამ, არის არასწორი. ის მოქმედებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ. შიმშილობის შეწყვეტის თხოვნის უფლება, ალბათ მხოლოდ მშობლებს ააქვთ. არასდროს, არასდროს დანებდე! თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პოლიტიკურ პატიმარს, მიშა სააკაშვილს!“, - წერს რურუა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა