თეგებით ძიება

"ჩემ ძმას ედავებიან დანაშაულის დაფარვას. უკრავდა ხოლმე "პადზემკაში" - გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გორში, ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული 23 წლის ვასილ ოქროპირიძის ძმები ამბობენ, რომ ბრალდებულს მომხდართან შეხება არ აქვს და არც მკვლელობის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.

მათი თქმით, ოქროპირიძე ქუჩის მუსიკოსია და ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა, სადაც ბრიტანეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, სწორედ მის მოსასმენად გაჩერდა. იქ ყოფნისას მან 4 პირი გაიცნო, რომლებთან ერთადაც ერთ-ერთ ბარში წავიდა, ხოლო ოქროპირიძე მათ არ გაჰყოლია.

"ჩემ ძმას ედავებიან დანაშაულის დაფარვას. უკრავდა ხოლმე "პადზემკაში", ალბათ იქ უსმენდნენ ის ბიჭები, ჩამოვიდა ვიღაც ტურისტი. მერე იმათ დალიეს ალკოჰოლი, ჩემი ძმის გარეშე გადაინაცვლეს ბარში, იმის შემდეგ რა მოხდა არ ვიცი უკვე", - ამბობს დაკავებულის ძმა.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, მათ ადვოკატი ცოტა ხანში მოინახულებს.

ცნობისთვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მისი შეუტყობინებლობისთვის გორში 5 პირი დააკავეს. მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა