თეგებით ძიება

“ღარიბაშვილმა არ იცის, როდის დაწერს განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე” – ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

“ღარიბაშვილს რომ ჰკითხონ:

– გსმენიათ რამე ელენა ბონერის შესახებ, მისი მეუღლის შიმშილობის თაობაზე?

ღარიბაშვილი უპასუხებს:

– მოშიმშილე რომ იყოს არათუ მისი მეუღლე, არამედ, თავად ელენე ხოშტარიასაც Helen Khoshtaria მასაც დავიტანთ სისხლიან ბანერებზე.

ამ მოგონილი და წარმოსადგენი ბლიც-ინტერვიუთი, მსურს, გითხრათ:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ირაკლი ღარიბაშბილმა არაფერი არ იცის!

მათ შირის, არ იცის, რას აკეთებს უკრაინა იმისათვის, რომ სააკაშვილი დაიბრუნოს!

არ იცის შიმშილობის სახე-სახეობების თაობაზე! ცოტა რამ სმენია სახაროვზე და არაფერი – ელენა ბონერზე! რომელიც, ალბათ, “მიშისტი” ელენე ხოშტარია ჰგონია თუ ეგონება, თუ კითხვით მიმართავთ!

ღარიბაშვილმა არ იცის, რა პროცესები მიმდინარეობს … გაგიკვირდებათ და საპატრიარქოში!..

ჰო, საპატრიარქოზე გამახსენდა!

სამ დღეში სვეტიცხოვლობაა!

და ღარიბაშვილმა არ იცის, როდის დაწერს განცხადებას საკუთარი ნებით თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე", - წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა