თეგებით ძიება

“მოლოდინი რაც აქციების მიმართ აქვთ სააკაშვილის მხარდამჭერებს, არარეალისტურია” – ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციების შესახებ წერს:

“ძალიან სევდიანია, ის რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება.

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მას სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინონ.

სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი როგორ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი სწრაფად.

პოლიტიკური დევნის დასრულების გზად მხოლოდ რეჟიმის დამარცხება მომაჩნია.

ვფიქრობ, რომ ის მოლოდინი რაც აქციების მიმართ აქვთ სააკაშვილის მხარდამჭერებს, არარეალისტურია.

უახლოეს მომავალში ოპტიმალური ნაბიჯია, რეჟიმის მეორე ტურებში დამარცხება ვცადოთ.

თუ გამოვიდა, ეს იქნება ძალის დემონსტრირება, რამაც შეიძლება ახალი შესაძლებლობები გააჩინოს – მათ შორის, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის.

სხვა, შედარებით რეალისტურ გზას წინ მე ვერ ვხედავ და ვინც ხედავს, მგონია რომ ან ცდება, ან გატყუებთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა