თეგებით ძიება

"თეკლა, ბავშიკ, დაიკიდე, შენ სწორად მოიქეცი! არ შეალამაზო რეალობა, მთელი სისასტიკით უნდა ნახოთ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ის სიმართლე, რაც არის!" - ნათია მიქიაშვილი

ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი, კოლეგას, თეკლა ტაბატაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს:

"თეკლა ბავშიკ, დაიკიდე ამათ არ უსმინო, ვიცი სხვა დროს, სხვა ადგილას ჩაწერე და სხვა დროს დააშეარეს, მაგრამ სასახლესათანაც ჩამიწერია ინტერვიუ, სთენდაფიც ჩამიწერია მორგში ( დიტო ცინცაძე ეს იყო მაშინ ჩემი ოპერატორი და შეგიძლია გადაამოწმო ) და ჩემგანაც გაუგია ოჯახს ნათესავის გარდაცვალება! ხანდახან სწორად მოვქცეულვარ და ხანდახან არა, შენ სწორად მოიქეცი! არ შეალამაზო რეალობა, და დიახ, მთელი სისასტიკით უნდა ნახოთ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ის სიმართლე რაც არის! იქნებ #მზიდკედლებმოხსნილ სახლებში ამოაშენონ უკვე დანგრეული და საკუთარი შვილები გადაარჩინონ! არ ინერვიულო, არ ვიცი ვინ ხარ თეკლა, არ გიცნობ, მაგრამ პირველი სიუჟეტი რომ გავაკეთე პროფესიის შეცვლა მირჩიეს ღმერთებმა!!!

ვინ, სად, რა შეცვალა და ვისგან რა დადგა მხოლოდ მაყურებლის განსასჯელია და შენ ამას იგრძნობ, აქ ვინც ამ მოცემულობაში შენ გლანძღავს ერთი ბაბლია და თანაც მიკერძოებული..

და შეეშვით რა ჟურნალისტებს, ყველამ თქვენს აქოთებულ საქმეს მიხედეთ!!! და ყველამ თქვენი საქმე აკეთეთ, ქვეყანასაც ეშველება და გასაშუქებელი ამბებიც შეიცვლება!
ფუ გიენებს ჰგავხართ!
არ შემომიხტეთ აქ! მიიღებთ!", - წერს მიქიაშვილი.

ცნობისთვის, \'ტვ პირველის" ჟურნალისტმა, თეკლა ტაბატაძემ ბათუმის დრაგედიის დროს კომენტარი ჩამოართვა ერთ-ერთი დაზარალებულს, რომლის ცოლი ნანგრევებიდან საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ხოლო შვილებს ჯერ კიდევ მაშველები ეძებდნენ. საზოგადოებაში ამ ინტერვიუმ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა