თეგებით ძიება

"ხანდაზმული მუშის ტირილი... უბედურება" - ნინო თარხნიშვილი ბათუმის ტრაგედიაზე

ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, ბათუმში მომხდარ უბედურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ხანდაზმული მუშის ტირილი - “მაბრალებენ ყველაფერს, არაფერი გამომიღია”.
არც გამიკვირდება, ასე რომ იყოს.
ჩვენ ხომ ჯოხის გადატეხვაში მსოფლიო ჩემპიონები ვართ.
დახოცილები ხო ერთი უბედურება.
იმათი ცოცხლად დარჩენილი პატრონები ხო მეორე უბედურება.
და ეს მტირალი მუშაც მესამე უბედურება", - წერს ფეისბუქზე ნინო თარხნიშვილი.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა