თეგებით ძიება

"93-ში ერთხელ უკვე ჩავი@ვით, როცა პირველი პრეზიდენტი გავისტუმრედ იმ ქვეყნად. კიდევ ერთი ასეთი შეცდომა ერს აღარ ეპატიება" - ზვიად ციკოლია

დიზაინერი ზვიად ციკოლია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს:

"ყველამ კარგად ნახა ბოლო პერიოდში რამდენად ინერტული ვარ პოლიტიკური მოვლენების მიმართ და ბევრჯერ აღვნიშნე თუ რამდენად მიუღებელია ჩემთვის ეს თემა, თუმცა ის რაც დღეს ხდება გულგრილს ვერ დატოვებს ვერავის ვისაც კი ოდნავ გული შესტკივა საქართველოს იმიჯზე და მომავალზე. 93-ში ერთხელ უკვე ჩავიჯვით სერიოზულად როცა პირველი პრეზიდენტი გავისტუმრედ იმ ქვეყნად. კიდევ ერთი ასეთი შეცდომა არამც თუ რომელიმე ხელისუფალს, არამედ სრულიად საქართველოს და ერს აღარ ეპატიება. ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დაცინვის ობიექტები. მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ვისზეა საუბარი, შევარდნაძეზე, სააკაშვილზე თუ ზურაბიშვილზე. ღირსება უნდა შევინარჩუნოდ ბოლომდე და არავის მივცეთ იმის საშუალება, რომ მომავალში აშკარა შეცდომები წამოგვაძახონ და უფრო მეტიც, წინ დაგვახვედრონ. თხოვნით მივმართავ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ნუ გადააყოლებთ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის მომავალს. სჯობს ერთად დავდგეთ ყველა საერთო მტრის წინააღმდეგ და ერთად ვებრძოლოთ", - წერს ციკოლია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ამ დღიდან მოყოლებული შიმშილობეს. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა