თეგებით ძიება

"დამალობანას ვთამაშობდით... საძინებელში შემათრია, გამაუპატიურა და დამემუქრა, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი, ჩემს ძმას მოკლავდა... დღემდე საკუთარ თავზე გული მერევა"

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტრორია ვრცელდება:

"გამარჯობა.
ძალიან ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს ისტორია და გადავწყვიტე, რომ დავწერო.
ეს 2 წლის წინ მოხდა. 12ის ვიყავი. ბავშვები (მე, ჩემი ძმა,და მისი 2 მეგობარი) ეზოში ვთამაშობდით დამალობანას (ისინი 14ის იყვნენ). მე და ჩემი ძმის მეგობარი ერთად დავიმალეთ მის სახლში (მისი მშობლები სახლში არ იყვნენ). მოულოდნელად, სასქესო ორგანოზე დამიწყო შეხება. შოკში ჩავვარდი. შემდეგ სილა გავაწანი და ვუყურებ, გაჩერდი მეთქი. მან პირზე ამაფარა, თავის საძინებელში შემათრია და საწოლზე დამაგდო.
ამას პატარები კითხულობენ და აღარ მოვყვები დეტალებს... საბოლოოდ გამაუპატიურა და დამემუქრა, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი, ჩემს ძმას მოკლავდა.
ვერავის ვუთხარი,შემეშინდა და დღემდე საკუთარ თავზე გული მერევა.
მადლობა, რომ წაიკითხეთ და გთხოვთ, დადეთ..."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა