თეგებით ძიება

"არ მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც სააკაშვილი გარდაცვლილი იქნება და ივანიშვილი ცოცხალი!" - პაატა ბურჭულაძე

"გავუფრთხილდეთ მიშას!" - ქართველი ოპერის მომღერალი და პოლიტიკოსი, პაატა ბურჭულაძე, სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე წერს:

"გავუფრთხილდეთ მიშას! მე არ მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც სააკაშვილი გარდაცვლილი იქნება და ივანიშვილი ცოცხალი! მე მათ ორივეს ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგან ორივეს სიცოცხლე აუცილებელია, როგორც მაგალითი, დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის! მაგალითი თუ რა განსხვავებაა სიბნელესა და სინათლეს შორის! სამშობლოს სიყვარულსა და ფულის სიყვარულს შორის! პოლიტიკოსობასა და ქვეყნის "დირექტორობას" შორის! მთავრობაში ქვეყნისთვის საქმის მკეთებელთა მოყვანასა და მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე მზრუნველთა შორის! ქვეყნის სიყვარულსა და ქვეყნისადმი ზერელე დამოკიდებულებას შორის! ქვეყნის განვითარებასა და ქვეყნის ჭაობში ჩაძირვას შორის! ქვეყნისთვის თავგანწირვასა და ქვეყნის ფეხებზე დაკიდებას შორის! ხალხის სიახლეების, რეფორმების გარშემო გაერთიანებასა და ერთმანეთზე გადამტერებას შორის! განვითარებულ ევროპულ ქვეყანასა და ბნელ წარსულში დაბრუნებას შორის! ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს! ორივე გვჭირდება სამაგალითოდ, მიშაც და ბიძინაც! გავუფრთხილდეთ მიშას!", - წერს პაატა ბუჭულაძე ფესიბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ამ დღიდან მოყოლებული შიმშილობეს. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა