თეგებით ძიება

"ყურადღებით ბანკომატებთან! - ახალი თაღლითობის სქემა ბავშვების ჩართულობით!"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლადო ხარებაძე თაღლითური სქემის შესახებ წერს, რომელშიც ჩართული ბავშვები არიან.

"ახალი თაღლითობის სქემა ბავშვების ჩართულობით!
რამოდენიმე საათის წინ აღმაშენებელზე საქ. ბანკის ოფისში მივედით მე და ანუკი ბარათით ბანკომატიდან ფულის მოსახსნელად. შესასვლელთან "აბირჟავებდნენ" ბოშა ბავშვები, 2 ბიჭი ასე 6 წლის და 1 გოგო, დაახლ. 8 წლის.

როგორც კი შევაღეთ კარები და შევედით, მაშინვე შემოგვყვა ბიჭი და გოგო, ხოლო ერთი ბიჭი დარჩა გარეთ.
ნუ რა თქმა უნდა ვიფიქრე ფული უნდათ და ვუთხარი რომ ბავშვებო გარეთ დამელოდეთ და რომ გამოვალ რამეს გიყიდით თქო.. ამაზე არაფერი უპასუხიათ და არც გასულან.

აი როგორც კი ბარათი მივადე ბანკომატის სენსორს და კოდის პირველი ციფრი შევიყვანე, მივარდა ბიჭი ბანკომატს და ეგრევე კორექციას დააჭირა ხელი და არ უშვებს, თან მეუბნება რომ ბიძია ეს ბანკომატი გაფუჭებულია და მეორედან გამოიტანე ფულიო...

რა თქმა უნდა რანაირიც არ უნდა იყოს, ბავშვს ვერაფერს ვეტყოდი და შევეხვეწე რომ გასულიყვნენ, მაგრამ ჯიუტად არ მოშორდა ბანკომატს, თან გოგოც და ისიც მიმეორებდნენ რომ ეს გაფუჭებულია ბიძია და მეორედან გამომეტანა, პარალელურად კორექციის ღილაკზე ეჭირა ბიჭს თითი და არ უშვებდა.
რას ვიზამდი, მოულოდნელი მოძრაობით მსუბუქად ავაშვებინე ხელი ღილაკიდან და ოპერაციის გაუქმება მივეცი, რითაც წაიშალა ჩემი ბარათის მონაცემები. ამ მოქმედების შემდეგ, აშკარა იმედგაცრუებით ეგრევე ცივად გაბრუნდნენ ორივე კარისკენ.

ჰოდა რა მინდა გითხრათ - ამ უაღრესად ზუსტად გაწვრთნილი და ორგანიზებული ბავშვების უკან დგას გარკვეული ჯგუფი, ვინც ამათ იყენებს და თუ გაუქმების გარეშე გავიდოდი, კოდის გატეხვით თუ შეცვლით (მაგდენი არ ვიცი ტექნიკურად) ჩვეულებრივად მოხსნიდნენ ჩემი ანგარიშიდან თანხას!
ასე რომ, იცოდეთ მეგობრებო და იყავით ყურადღებით ბანკომატებთან!", - წერს ლადო ხარებაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა