X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინდიან უელსის“ მერვედფინალში გავიდა
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინდიან უელსის“ მერვედფინალში გავიდა

    „ინდიან უელსის“ მასტერსის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი სამ სეტში, 4:6, 7:6, 6:2 დაამარცხა.

    ბასილაშვილმა „ინდიან უელსზე“ ასპარეზობა პირდაპირ მეორე წრიდან დაიწყო. მისი პირველი მეტოქე, საკვალიფიკაციო წრიდან გასული მსოფლიოს 194-ე ნომერი, ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი ნიკამ ორ სეტში დამაარცხა.

    მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 29-ე ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება.
    68 ნახვა
    13-10-2021, 10:59