თეგებით ძიება

კარტოგრაფების საქმეზე შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს

პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, კარტოგრაფების საქმეზე შესაძლებელია ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს.

"აბსოლუტურად ყველა პირი სახელისა და გვარის მიუხედავად, ვისაც რაიმე შემხებლობა ექნება ამ საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაიკითხება და შესაძლებელია ეს იყოს მიხეილ სააკაშვილიც, ბუნებრივია, თუ მაქვს შემხებლობა ექნება და ეცოდინება არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. შესაძლებელია, ეს ასე მოხდეს", — ამბობს პროკურორი.

დღეს, 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სხდომა გაიმართა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა