თეგებით ძიება

იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკშვილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ციხეს დატოვებს და ახალი ერა დაიწყება. ამის შესახებ სასულიერო პირმა ექსპრეზიდენტთან საპყრობილეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ეპოქა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმითი, რომ ჩვენი მოქმედი, ყოფილი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველამ ერთმანეთთან გამოვნახოთ საერთო ენა.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ისეთი დანაშაულებია ჩადენილი, რომელსაც ვადა არ აქვს, ვადა არ გაუვა არასდროს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალდებისა და მსჯავრის წაყენების ნაცვლად ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა. ჩვენ ყველამ უნდა დავიწყოთ ფიქრი საერთო, საყოველთაო შერიგებაზე,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა