თეგებით ძიება

„დაავადების მორიგ ტალღასთან ვართ ახლოს" - ეპიდემიოლოგები

ეპიდემიოლოგებმა ოთარ ჩოკოშვილმა და ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში საქართველოში არსებულ გაურესებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრეს.

„დაავადების მორიგ ტალღასთან ვართ ახლოს, ალბათ მის საწყისს ეტაპზე. ასევე, გვექნება გრიპის შემთხვევების მატება და ეს კიდევ ალბათ უფრო დაამძიმებს სურათს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ. დაავადების თავიდან აცილების მთავარ რეკომენდაციებს წარმოადგენს კვლავ და კვლავ ინფექციის კონტროლის სპეციფიკური ღონისძიებები: პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა, სათანადო ვენტილაცია და რაც მთავარია, ვაქცინაცია. ვაქცინაცია, როგორც ამ დაავადების პრევენციის უმთავრესი იარაღი უნდა იყოს გამოყენებული ეფექტურად და დროულად“, - აცხადებს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილმა.

ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს, ასევე, ეპიდემიოლოგი, ალექსანდრე გოგინავა და აღნიშნავს:

„საკმაოდ საყურადღებოა მდგომარეობა. ბოლო ორი დღის მონაცემები საგანგაშო არის. ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია და სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება. ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, გაჭირდება წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს სრულად ვაქცინირებული. ვაქცინაცია წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას პანდემიებთან და ეპიდემიებთან ბრძოლაში. აუცილებელია რეკომენდაციების დაცვაც“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა