თეგებით ძიება

"სრული სიუცრუეა...მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას" - სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციუსი სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტია და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა, არის სიცრუე.

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა.
ეს არის სრული სიუცრუე და იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ხანძრის გამო, რომლის ლოკალიზების პროცესიც თითქმის დასრულებულია, პენიტენციურ დაწესებულებას, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მიეწოდება ელექტროენერგია . ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდგომ ყველა პატიმარს მიეცემა ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას.

N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე აკონტროლებს ვითარებას", - ნათქავამია სპეციალური პენიტენციუსი სამსახურის მ იერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, "მთავარი არხის" გენდირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსთავის N17 ციხეში ხანძრი ხანძარი გაჩნდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა