თეგებით ძიება

გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდება

შსს-მინისტრის მოადგილის, განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას, კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დააჯარიმებენ, თუკი ეს დარღვევა დაფიქსირდება. ამის შესახებ მან 15 ოქტომბერს განაცხადა: „თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, ის აუცილებლად დაჯარიმდება ამისთვის“.

გიგი უგულავამ თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, იქ შეკრებილ ხალხს სცენიდან მიმართა – პირბადის გარეშე.

„არ შემეძლო, დღეს არ მოვსულიყავი აქ და მინდა, ექიმებს მადლობა ვუთხრა, მომცეს ამის საშუალება“, – ასე დაიწყო გიგი უგულავამ სიტყვით გამოსვლა თავისუფლების მოედანზე, მრავალათასიან აქციაზე. მოგვიანებით, აქციის დასრულების შემდეგ მან სოციალურ ქსელში გააკეთა განმარტება, თუ როგორ აღმოჩნდა ინფიცირებიდან მეშვიდე-მერვე დღეს იზოლაციის მიღმა:

„სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად. ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ: ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდ-სურათი გვექნებოდა. სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოც ამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები. მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ. სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო. აიცერით! აიცერით! აიცერით!“.



წყარო: რადიო თავისუფლება


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა