თეგებით ძიება

“მე იმას ვაპატიე, ვინც ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა" - ლელა ჯეჯელავა

„ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა ფაქტს იხსენებს, როდესაც მისი შვილი სასიკვდილოდ დაჭრეს:

“არ მინდოდა, მაგრამ მომიწევს განსაკუთრებით მათ გასაგებად მაღალი მორალური პედესტალიდან რომ მამუნათებენ, როგორ დამავიწდა გვირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე და სხვა მსხვერპლები. როგორი სუსტი არგუმენტები მაქვს, როდესაც საერთო თანხმობაზე და შერიგებაზე ვსაუბრობ. თქვენს უმრავლესობას ჩემგან განსხვავებით მაშინ არ გაგხსენებიათ, როცა ამის დრო და საჭიროება იყო.

რაც შეეხება, პატიებას, მე იმას ვაპატიე, ვინც ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა და სანამ ჩემი შვილი ისევ საოპერაციო მაგიდაზე იწვა და არც იმედი მქონდა, მანამდე დავიხსენი პოლიციისაგან. მე თუ დავიღუპებოდი, სხვისი დაღუპვა ჩემს უბედურებას ვერ უშველიდა. დღესაც მჯერა, რომ ჩემი შვილი სწორედ ამიტომ გადარჩა.

ადვილი იყო ? არა. განსაკუთრებით იმათ გასაგებად, ვისი ” შეუვალი და სამართლიანი ” პოზიციის გამო ამ ქვეყანამ სამოქალაქო ომი გადაიტანა, პირველი პრეზიდენტი ტყეში მიტოვებული მოკვდა, მათი ” “სამართლიანობის აღსრულების წყურვილმა ” სამეგრელეოს დღემდე მოუშუშებელი ტრამვები მიაყენა, ათასობით დედას ძაძები ჩააცვა, რომელზეც, ცხადია არასოდეს უდარდიათ, გპირდებით, რომ ამ ქვეყანაში აღარასოდეს იქნება სამომაქალაქო დაპირისპირება, თქვენს პრივლეგირებულობის დაუოკებელ სურვილს აღარ გადაყვება ეს ქვეყანა. ნებით ჩამოდით მაგ” მორალური პედესტალებიდან” და ნუ ისარგებლებთ, რომ სხვა შუბლის ძრღვს უფრხილდება", - წერს ჯეჯელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა