თეგებით ძიება

"სრულად ჯანმრთელი ვარ" - გიგი უგულავა კოვიდტესტის პასუხს აქვეყნებს

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა კოვიდტესტის პასუხს აქვეყნებს, სადაც უარყოფითი შედეგია დაფიქსირებული.

"მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა.

წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ "გამოჭერა" აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი.

და ბოლოს, აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას", - წერს გიგი უგულავა ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. მას რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. აქციაზე მის გამოსხვალს, საზოგადოებაში რეზონანსი მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა