თეგებით ძიება

არასწორია ფორმულირება, რომ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს არ ვუშვებთ - იუსტიციის მინისტრი

არასწორია ფორმულირება, რომ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს არ ვუშვებთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ განაცხადა.

„არასწორია ფორმულირება, რომ არ ვუშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონი ყიფშიძე ციხეში იმყოფებოდა რამდენჯერმე და მოინახულა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. არსებობს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დადგენილი წესები. ამისთვის უნდა გაკეთდეს შესაბამისი მიმართვა. ეს მიმართვა გაკეთებული იყო წესის დარღვევით და ციხის ადმინისტრაციამ ადვოკატის მეშვეობით უკვე შესთავაზა , რომ დაწეროს განცხადება და შემოვიდეს. თუკი ის წესის დაცვით დაწერს განაცხადს დღესვე შევა ციხეში", - განაცხადა რატი ბრეგაძემ "რუსთავი 2 "- ის ეთერში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავებს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა