თეგებით ძიება

ნიკო კვარაცხელაის მკვლელობაში ბრალდებული დუმილს არღვევს - რას აცხადებს აკო ჭელიძე?

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული, აკო ჭელიძე დუმილდს აღღვევს. ბრალდებული "რუსთავი 2"-ს დაუკავშირდა და ციხიდან შეტყობინება გადასცა.

სამარტოო საკანში მყოფი ბრალდებული განმარტავს, შეუკვეთეს თუ არა მას "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას ვაჟის მკვლელობა.

ტელეარხის ინფორმაციით, გადაცემა "კურიერში" 21:00 საათზე გაამჟღავნებენ შეტყობინებას, რაც ჭელიძისგან მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა