თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი დღეს შევა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ციხეში დღეს მოინახულებს.

საქართველოს პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ინფორმაციით, სამშაბათს შეიკრიბება მულტიფუნქციურ მედიკოსთათა ჯგუფი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოიპოვებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს, არ უშვებდნენ. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მიზეზი ყიფშიძისგან განცხადების არასწორი ფორმით დაწერაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა