თეგებით ძიება

"არც ახლა ხარ პატარა ამ სიტყვებს რომ წერ და არ გრცხვენია?" - ირინა სარიშვილი გიორგი გამსახურდიას მიმართავს

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, გიორგი გამსახურდიას მიმართავს:

"გიორგი გამსახურდია -" სააკაშვილი ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ ბუბას, დევის, სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა, ჟორიკა რურუა და ირინა სარიშვილი ჰყავს გმირებად".

გიორგი, სულ პატარაობიდან გიცნობ. ეროვნულ მოძრაობაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ არ გვქონია შეხება, თუ არ ჩავთვლით იმას რომ პერიოდულად შენ სულ პატარას დედაშენი გარეკინებდა ჩემთან და გიასთან და ისეთებს გალაპარაკებდა ტელეფონში, თავადაც რომ არ გესმოდა მნიშვნელობა. ამიტომ შენზე ვერც ვბრაზობდი. მერე, ბევრი წლის მერე, გახსოვს სად შევხვდით ერთმანეთს? სამთავრობო ვერტმფრენში – მე შევარდნაძის მთავრობის წევრი ვიყავი, შენ შევარდნაძის მილიციის თანამშრომელი. მოხვედი და გადამეხვიე. ავთოც იქ იყო ჯორბენაძე. მაშინ აღარ იყავი პატარა.
არც ეხლა ხარ პატარა ამ სიტყვებს რომ წერ და არ გრცხვენია, გიორგი?", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა