თეგებით ძიება

"არავის არაფერი დაუკვეთავს" - აკო ჭელიძე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული, აკო ჭელიძე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას და განზრახ მკვლელობის ბრალზე დუმილს ამჯობინებს.

"ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს", - ეს არის აკო ჭელიძის გზავნილი ციხიდან, რომელიც "რუსთავი2"-ს მისმა ადვოკატმა მიაწოდა.

რუსთავის ციხის სამარტოო საკანში მოთავსებული აკო ჭელიძის უფლებებს დღეიდან კერძო ადვოკატი დაიცავს. ადვოკატმა არც ის დააკონკრეტა, ითანამშრომლებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან, რომელმაც მოცულობითი ვიდეოჩანაწერები მოიპოვა. მათ შორის არის კადრები, სადაც ჩანს როგორ ესვრის აკო ჭელიძე 10-ზე მეტ ტყვიას ნიკო კვარაცხელიას.

ჯერ ისევ დუმილის უფლებას იყენებს მკვლელობაში მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ადვოკატთან კონსულტაციის და პოზიციების საბოლოოდ შეჯერების შემდეგ, შესაძლოა მან ბრალი აღიაროს.

3-კვირიანი ძებნის შემდეგ დაკავებულ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორივე ბრალდებულმა სხდომაზე დუმილის უფლებით ისარგებლა. ისინი რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ერთმანეთისგან იზოლირებულად, სამარტოო საკნებში განათავსეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა