თეგებით ძიება

სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებსა და წამლებზე. წყალს და ჩაის სვამს - ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებზე, წამლებზე, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

მისი ინფორმციით, ექსპრეზიდენტი წყალს და ჩაის სვამს.

"მოხარული ვარ, 4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს, როგორც იქნა შევედი და ვნახე. ძალიან საინტერესო იყო, რომ ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს მოველოდი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეტყობა ძაან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადააჭარბა მოლოდინს... პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. განწყობა ძაან მხნე, ძაან გაუხარდა გუშინდელი აქცია, მაგაზე მელაპარაკებოდა კაი ხანს... საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის, თუმცა საუბედუროდ დადგება ეს მომენტი...", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი არ დგას ამ ეტაპზე.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა