თეგებით ძიება

გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებულები გაათავისუფლეს

თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე აქტივისტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად თბილისი პრაიდი ავრცელებს.

„რამდენიმე წუთის წინ შეგვატყობინეს, რომ გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს.

აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით! აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია“, - წერს თბილისი პრაიდი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა