თეგებით ძიება

"ჯერ გაქცეული, მერე შემოპარული და განუბაჟებელი პრეზიდენტი ნეტავ რომელ არჩევნებს იგებს?" - ვლადიმერ ბოჟაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ეს უკანასკნელი აბობდა, რომ „14 ოქტომბერს გამართულმა აქციამ, საბოლოოდ დაარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოიგებს და თავისუფალიც იქნება“.

„ჯერ გაქცეული, მერე შემოპარული და განუბაჟებელი პრეზიდენტი ნეტავ რომელ არჩევნებს იგებს? ზუგდიდის მერის? თუ 2024 წლის? არადა 2040 წლის არჩევნებსაც ვერ მოიგებს. ასე ცუდად მოქმედებდეს ვინმეზე ევროპული სტანდარტების ციხე ჯერ არ გამიგონია, ვინც მოიხადა ან იხდის მათგანაც კი, ასეთი ბოდვა არავისგან გვსმენია“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა