თეგებით ძიება

"მიშა, ახლა წარმომიდგენია რა საშინელი, შეშინებული სახე გაქვს... ეს დასაწყისა, ილოცე რომ გარეთ არ გამოგიშვან!" - ნათია ბერიძე სააკაშვილს

ჟურნალისტი ნათია ბერიძე საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:

"მიშა ახლა წარმომიდგენია რა საშინელი, შეშინებული სახე გაქვს, წარმომიდგენია როგორ გაკანკალებს, წარმომიდგენია როგორ ცდილობ ახლა ხმა დაახშიო გარედან შემოსული, ხმა შენი ნაწამები ბიჭების, ხმა შვილმკვდარი დედების არამიწიერი ტირილის! მიშა გესმის?! გესმის საქართველოს ხმა? გესმის რა გელის? ეს დასაწყისა, ილოცე რომ გარეთ არ გამოგიშვან!

ამაღამ კოშმარები გელის, დღეიდან მშვიდი ძილი არ გეღირსება! უსმინე მიშა, უსმინე დღეიდან ეს შენი ყოველდღიურობაა!
ჭამე, ჭამე რომ ჯოჯოხეთში წასვლის დრო გაიხანგრძლივო!!", - წერს ნათია ბერიძე ფეისბუქზე.

დღეს, საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა