თეგებით ძიება

"გული დამეწვა... ამის მერე კიდე თუ მათ მხარეზე დადგებით, მაშინ თქვენც ხელს აწერთ იმ დანაშაულებზე, რაც იმ რეჟიმმა ჩაიდინა!" - ზურა ხაჩიძე

მომრერალი ზურა ხაჩიძე, დღეს, რუსთავის ციხესთან საპყრობილეში მყოფი ასქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ აქციას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ჩართეთ ტელევიზორი და გადართეთ პირველ არხზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებო და მოუსმინეთ რა დღეში ჩააგდო იმ რეჟიმმა ეს ოჯახები! ამის მერე კიდე თუ მათ მხარეზე დადგებით მაშინ თქვენც ხელს აწერთ იმ დანაშაულებზე რაც იმ რეჟიმმა ჩაიდინა!!! გული დამეწვა და კიდევ ერთხელ გამახსენდა თუ რა სისასტიკე მეფობდა იმ ავად სახსენებელ დროს! მე არ ვიცოდი დღევანდელი აქციის შესახებ თორე მანდ ვიქნებოდი!", - წერს ხაჩიძე ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა