თეგებით ძიება

"ჩემს შესაძლებლობებს საზღვარი აღარ აქვს..." - დემნა გვასალია

ჩემს შესაძლებლობებს საზღვარი აღარ აქვს, - აცხადებს ქართველი დიზაინერი, "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია.

"რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, რომ ოტ კუტიური ახლა აღარავის სჭირდება. ვინ გადაიხდის 50.000 ევროს თრენჩში, როდესაც მსგავსის ყიდვა შეიძლება 50 ევროდ ან 5.000 ევროდ, მაგრამ კუტიურს პრაქტიკული დატვირთვა არც არასდროს ჰქონია და ეს პოეტურია. კლიენტებთან მხოლოდ 3 დღე გავმართეთ შეხვედრები, შემდეგ კოლექცია მსოფლიოს გარშემო გაიგზავნა. ადრე მეგონა, რომ მემკვიდრეობით სახლში მუშაობა მზღუდავდა და სულ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, “არა, ასე ღრმად ვერ შეხვალ”. ახლა ჩემს შესაძლებლობებს საზღვარი აღარ აქვს. ბალენსიაგა ნიშურია, თუმცა მას აქვს პოტენციალი გახდეს მეგაბრენდი, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩვენ გვინდა. ყველას თავისი ისტორია აქვს", - ამბობს გვასალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა