თეგებით ძიება

"დედას ვუტირებთ "კანონიერ ქურდებს" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, სამეგრელოში ე.წ. კანონიერი ქურდების მობილიზება ხდება.


„ვხედავთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არის, ბოროტმოქმედი, ვერაგი, დამნაშავე კრიმინალი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დგას ძალადობაზე და ეს მთელი მისი საყრდენი ძალადობის უნდა გამოვაცალოთ. რამდენ კანონიერ ქურდსაც ჩართავს, მათ შორის, სამეგრელოში, სენაკში, ხობში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, უფრო გაგვაძლიერებს. რომ გავიგე, ბევრი კანონიერი ქურდი ჰყავთ ჩამოყვანილი და სხვადასხვა თათბირებს მართავენ, უფრო მეტად მემატება მოტივაცია, იმიტომ რომ მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანები არიან ამ სახელმწიფოს დასრულების მოსურნეები…

თუ ჰგონია ვიღაცა ვიგინდარას, ღარიბაშვილს ან კობახიძეს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში გამოკეტავს და ქურდებს აბოგინებს კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და ხარისხით და ჩვენ ხელის გადაგრეხვითა და გადაწევით, ამ სახელმწიფოს მომავალს წაგვართმევს, ვერ იქნება.

პირიქით გეუბნებით, უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო მხნედ და მოტივირებულები. რაც არ უნდა გავლენიანი კანონიერი ქურდები ჩართონ ამ პროცესში, აი პირველ რიგში, ვისაც დედას ვუტირებთ, ვუტირებთ კანონიერ ქურდებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, მომავალს ჰპარავენ ჩვენს შვილებს”,- განაცხადა ნიკა მელიამ , “მთავარი არხის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში 30 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა