თეგებით ძიება

ვეტერანებისთვის ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება. ამ დღეს ვეტერანებს პრემიერ-მინისტრი ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება.

"ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება," - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა