თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი კოლინ პაუელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს.

„ძალიან დამწუხრებული ვარ გენერალ კოლინ პაუელის გარდაცვალების გამო. ჭეშმარიტმა ნოვატორმა, ღირსეულმა ადამიანმა, ამერიკის პატრიოტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა დაგვტოვა. ვუსამძიმრებ კოლინ პაუელის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერზე.

კოლინ პაუელი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2001-2005 წლებში, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა