თეგებით ძიება

"საჯარო მოხელეებს მივმართავ, არ აყვნენ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართვა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლურია თავად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. ერთი მხრივ, საუბრობენ შერიგებაზე და თითქოს სამშვიდობო მისიით ჩამოდიოდა სააკაშვილი, მაგრამ ეს მიმართვები გვაჩვენებს, რომ მათი ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა და ეს პირდაპირი მოწოდებაა კანონის დაუმორჩილებლობისკენ, რაც მათ მიზნებს და ზრახვებს ავლენს. საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ აყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა