თეგებით ძიება

“ხაზარაძე დაიმატეს, რომელიც მათი ხელისუფლების დროს ისედაც მათი დანამატი იყო!” – ირაკლი წულაია

„ეს პაზლებად დაშლილი ნაციონალური მოძრაობა, ყოველ არჩევნების წინ ისევ რომ ეწყობიან და ილუზიას ქმნიან კოალიციის, დებილები ხომ არ გონიათ ეს ხალხი?“ – ასე ეხმაურება ჟურნალისტი, გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერი ირაკლი წულაია „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას.

„ხან გაერთიანებულ ოპოზიციას ირქმევენ და ხან კოალიციურს, ერთადერთი სიახლე რაც შემოგვთავაზეს არის ის რომ ხაზარაძე დაიმატეს, რომელიც მათი ხელისუფლების დროს ისედაც მათი დანამატი იყო!“- წერს ირაკლი წულაია.

ცნობისათვის, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, გუშინ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა