ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ბანკის ახალი კურსი დაადგინა. 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1410 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1411 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.01 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6561 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6531 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3379 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.3346 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან შევა ძალაში.