თეგებით ძიება

ლარი მცირედით გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1401 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1400 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.01 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6497 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3223 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3220 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 ოქტომბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა