თეგებით ძიება

ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1428 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1401 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.27 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6519 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6497 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3321 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.3427 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 27 ოქტომბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა