თეგებით ძიება

როგორ შეიძლება იმოქმედოს ლარზე ლირის დამატებითმა გაუფასურებამ?

წინა კვირას, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში დამატებით გაუფასურდა და კურსი რეკორდულად დაბალ დონემდე დაეცა. Reuters-ის შეფასებით, აზიის ვაჭრობის დასაწყისში ისტორიულ მინიმუმამდე ლირას გაუფასურება მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასცა ბრძანება ქვეყნიდან აშშ-ს და დასავლეთის 9 ქვეყნის ელჩების გაძევების შესახებ.

თუმცა, როგორც, „თიბისი კაპიტალის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული, არ არის აუცილებელი ლირის გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს.

„წინა კვირაში, თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა და ელჩებთან დაკავშირებული განცხადების შედეგად, ლირა დამატებით დასუსტდა და აშშ დოლართან მიმართებით ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ წინა შეფასებას, რომ არ არის აუცილებელი ლირის გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს.

საკუთრივ, მაშინ როდესაც ლარი ლირის მიმართ მყარდებოდა ლარის ყველა სხვა სავაჭრო პარტნიორის საშუალო გაცვლით კურსზე უფრო მეტად, როგორც ეს სადღეისოდ ფიქსირდება, თურქეთის წილი იმპორტში დაახლოებით ცხრათვიანი დროითი ჩამორჩენით იზრდებოდა, თუმცა ამას ჯამურ იმპორტზე რამდენადმე მაინც მატერიალური ზეგავლენა არ ჰქონია. ეს მიუთითებს, რომ თურქული იმპორტი ძირითადად კონკურენციას სხვა იმპორტს უწევს, და არა - ადგილობრივ მწარმოებლებს. არადა, ამ მხრივ ლირის ლართან კავშირი მხოლოდ ჯამური იმპორტის დინამიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, თურქეთში ექსპორტსა და გაცვლით კურს შორის თუნდაც რაიმე კორელაცია საერთოდ არ იკვეთება,“-აღნიშნულია კვლევაში.

წყარო - bpn


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა