ლარი მკვეთრად გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1557 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1428 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.29 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6581 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6519 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.62 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3314 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3299 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 ოქტომბრიდან შევა ძალაში.