თეგებით ძიება

"რა დავაშავე? მეც ხომ შვილი ვარ, მერე რა, რომ გოგო..."

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

"რა დავაშავე?
ოჯახში ოთხი და გავიზარდეთ. უფროსი ძმა გარდაცვლილი გვყავს. დედა განათლებული, შვილების მოყვარული ქალი იყო. მის სახეზე დარდი არასოდეს შეგვინიშნავს. მამა სულ შრომობდა, სულ მუშაობდა, ქეიფიც უყვარდა...
17 წლისა გამათხოვეს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვერც ვიაზრებდი ოჯახურ ტვირთს...
მალე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ერთ-ერთი და, ქმრით, მშობლების ოჯახში ჩასახლდა. შვილი შეეძინათ - ბ ი ჭ ი...
ჩემი მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, სულ თავს დასრტიალებდენ ბ ი ჭ ს .
ბევრჯერ გადამეტებული სიყვარულიც შემინიშნავს და სულ ვფიქრობდი ალბათ გარდაცვლილ შვილსაც ასე ისიყვარულებენ-მეთქი. დედა ცოცხალი აღარაა.
ბოლოს სულ მესაუბრებოდა, თითქოს დიდი ტკივილისთვის მამზადებდა. მე ხომ არ ვიცოდი, რა იყო დედის სიკვდილი...
ერთ დღეს, თავისი დარდი მიამბო, დარდი, რომელმაც სიცოცხლე შეუმცირა...
განა ყველას შეუძლია თეთრი ბაირაღების ,,ბატონი ისიდორე“ გახდეს ?
ვერც ჩემმა მშობლებმა შეძლეს...
მამა უკვე ხანდაზმულია. მამამ, რომელიც ოთხი გოგო შვილით ამაყობდა, თავის საამაყო ,,შვილად" ბ ი ჭ ი აღიარა.
რა დავაშავე? მეც ხომ შვილი ვარ, მერე რა, რომ გოგო...".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა