თეგებით ძიება

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლის, როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შსს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მი­მართ და­ი­წყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25,147-ე მუხ­ლით (უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა) და­ი­წყო, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის დახ­მა­რე­ბით და ხელ­შე­წყო­ბით, თით­ქოს­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, კა­ფე­ში მყოფ როინ შა­ვა­ძეს თავს და­ესხნენ და უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბი­სას, "კუდ"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი როინ შა­ვა­ძეს ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად როინ შა­ვა­ძემ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, სხე­უ­ლის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა თავ­დას­ხმის შე­დე­გად გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი როინ შა­ვა­ძე ავ­ტო­მო­ბი­ლით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს და აჭა­რა-გუ­რი­ის სა­ზღვარ­თან ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლე­ბით მოკ­ლეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფორ­მა­ლურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად, "კუდ“-ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის დახ­მა­რე­ბით და ხელ­შე­წყო­ბით, შედ­გა ყალ­ბი და­კა­ვე­ბის და პი­რა­დი ჩხრე­კის ოქმი, სა­დაც მი­ე­თი­თა, თით­ქოს­და როინ შა­ვა­ძეს და­კა­ვე­ბი­სას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25,147-ე მუხ­ლით (უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა) და­ი­წყო, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჯამ­ში 12 პი­რის მი­მართ და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 10 პი­რის მი­მართ უკვე გა­მო­ტა­ნი­ლია გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, მათ შო­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის და ერთი სპეც­რაზ­მე­ლის საქ­მე ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა და ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და მხი­ლე­ბის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა