თეგებით ძიება

ქალი 9 აპრილის ფოტოდან: ჩვენ ვართ ქვეყანა მეხსიერების გარეშე

ჩვენ ვართ ქვეყანა მეხსიერების გარეშე…
თუ არ გვაქვს მეხსიერება, არ გვაქვს ისტორიაც …
ვიმახსოვრებთ ფრაგმენტებს, კადრებს, მომენტებს, მოგონებებს და მეხსიერებიდან უახლესი წარსულის წაშლით,ვამახინჯებთ მათ…
ვატრიალებთ ისე როგორც გვაწყობს, თავს ვიმართლებთ “წინსვლით” რომელიც ისევ ადგილზე დგას და იტკეპნება.
ქვეყანა რომ ზრუნავდეს საკუთარ ისტორიაზე,საკუთარ მეხსიერებაში-მივხვდებოდით,რომ რეჟიმები “არსაიდან” არ წარმოიქმნება…
იგი წარსულის მეტასტაზებია, რომელსაც მშვენივრად იყენებს სათავეში მოსული ყოველი ახალი “კაცი” იგივე ცინიზმით გულგრილობით და მორალური სტრესით.
ქვეყანა, სადაც ქართველები ერთმანეთს ეჯიბრებიან მოედნების გავსებაში…

სადაც ბავშვებისთვის სამკურნალო თანხები ემიგრანტების შესაგროვებელია…
სადაც, მოხუცები და პენსიონერები “ბუნკერებში” ეძებენ შველას…(ნურავინ შემეკამათოს,უამრავს ვიცნობ)
სადაც ფიქრობენ, რომ “ექიმები კლავენ”…

სადაც მხოლოდ პატიოსანი შრომის საფასურია ,,უფასო,,…
სადაც პრიორიტეტებს ისე ცვლიან, როგორც ბანერებს…
სადაც არ ყვირიან და არ იბრძვიან სამუშაოადგილებისთვის, განათლებისთვის, საკუთარი ტერიტორიებისთვის…
ქვეყანა, რომელმაც ოცდაათი წელია “სხვისი საჯდომებისთვის” საკუთარი მოქალაქეები გაყო და ერთმანეთს გადაკიდა…
ეს ქვეყანაა ჩვენი სახელმწიფო …

ეს ქვეყანაა ჩვენი სამშობლო…
ხო და როგორც თამაზ ჭილაძე იტყოდა:
“…ღმერთს, მაინცდამაინც, არ უყვარს საჩუქრების დარიგება და თანაც მისი საჩუქრები ყოველთვის უცნაურობით გამოირჩევა. მაგალითად, გაჩუქებს უდაბნოს ან სალ კლდეებს, დაარქმევს მას შენს სამშობლოს და არ არსებობს ქვეყნად რაიმე, თუნდაც, სამოთხე, რომელზედაც ამ უდაბნოსა და სალ კლდეებს გაცვლი, თუკი, რასაკვირველია, მართლაც გესმის ღმერთის საჩუქრის მნიშვნელობა”….
ან მივხედავთ ჩვენ სამშობლოს, ან მისგან არც ქვეყანა და აღარც სახელმწიფო დარჩება…. – ამის შესახებ 9 აპრილის ერთ-ერთი ცნობილი სახე ნანა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა